მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობას ედავება. ბრალდების პოზიციით, ხელშეკრულების მიხედვით, მას ექსპერტიზის ჩატარება ევალებოდა, რის საფუძველზეც, სამუშაოები უნდა ჩაებარებინა, რაც არ გააკეთა. დაცვის მხარე ბრალდებას უარყოფს. როგორც გიგაშვილის ადვოკატმა განაცხადა, მოწმეების ჩვენებებით ჩანს, რომ დამატებითი ცვლილებების საქმის კურსში იყვნენ „ელემსის“ თანამშრომლები და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, გიგაშვილს კი ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება არ ჰქონია.