„მონოლოგი“, – ასე ჰქვია ქართველი ფოტოგრაფის, ვახო ხეთაგურის პერსონალურ გამოფენას.
ექსპოზიციას თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს. ავტორის მიერ წარმოდგენილი 12 სერია ადამიანების ყოველდღიურობაზე გვიყვება.
გამოფენისათვის შერჩეული ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაშია შესრულებული.
როგორია ქართველი ხელოვანის მონოლოგი ფოტოსერიებში, – თემის დეტალები „მოამბეში“.