ქართველი ექიმის დაკავებიდან უკვე 27 დღე გავიდა. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. მედიკოსის ოჯახი ე.წ სასამართლოს დანიშვნას ელოდება, თუმცა, როდის დაინიშნება სხდომა, ამის შესახებ ოჯახმა არ იცის.
მათი ინფორმაციით, დაკავებული ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე დღის წინ ვაჟა გაფრინდაშვილმა, წითელი ჯვარის მეშვეობით, ოჯახს წერილი გამოუგზავნა, სადაც წერდა, რომ ნორმალურ პირობებშია.