ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ისტორია

21:06, 28.12.2019

ვაჟა გაფრინდაშვილის მოულოდნელი გათავისუფლება და ემოციური შეხვედრა ოჯახთან. ექიმი, რომლის გულშემატკივრობამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, დაახლოებით 11:30 საათზე, უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

პირველი შეხვედრა უკანონო პატიმრობის დასრულების შემდეგ, გორის პოლიციის სამმართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შედგა. პირველი განცხადებით კი ქართველმა ექიმმა თითოეულ მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა.

მსგავსი