აქცია საოკუპაციო ზოლთან

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა გააპროტესტეს სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსთა ნაწილმა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილზე, საიდანაც ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გასული წლის ივლისში გაიტაცეს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას გააქტიურებისკენ და ყველა საჭირო ბერკეტის გამოყენებისკენ მოუწოდეს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი, ტყვეობიდან გათავისუფლდეს. აქციას შეუერთდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც.

სხვილოს ციხესთან არ მისულან თავად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები.