ზაზა გახელაძის ოჯახში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა

ცოტა ხნის წინ ზაზა გახელაძის ოჯახში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც გატაცებულის ოჯახის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. საქართველოს მოქალაქეს სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლებენ. ამ ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ისინი ელოდებიან ინფორმაციას, კონკრეტულად რა მუხლით აპირებს დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქის გასამართლებას. ზაზა გახელაძე კლინიკიდან კარანტინშია გადაყვანილი, თუმცა, ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. გატაცებულის მონახულებას ცდილობს წითელი ჯვარიც, თუმცა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, შეხვედრა ვერ ხერხდება.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა ერთი კვირის წინ გაიტაცეს. ის ფეხშია დაჭრილი. ოსური მხარის ინფორმაციით, გახელაძემ ეგრეთ წოდებული მესაზღვრეების მისამართით გაისროლა, რის შედეგადაც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

დატოვე კომენტარი