პიეტრო პაროლინი ვაჟა გაფრინდაშვილს შეხვდა

„ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთი პრობლემის წინაშე გაერთიანდა, რის შედეგადაც დღეს მე ვარ თბილისში“ – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა, საქართველოში ვიზიტად მყოფ ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ.

„ეს არ არის ჩემი წარმატება, ეს არის ჩვენი ყველას წარმატება“- ამბობს ცნობილი მედიკოსი. დღევანდელი შეხვედრა კარდინალის ინიციტივით შედგა.  საპატიო სტუმარი საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ დიდუბის ცენტრს ეწვია, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

მოგვიანებით კი პიეტრო პაროლინი, კათოლიკოს პატრიარქს ესტუმრება. აქვე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში,  ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი შეხვედრა გაიმართა, რასაც  რელიგიური კონფესიების გარდა, მწერლები, პოეტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი