ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი პრესკონფერენცია

უკანონო ტყვეობის 49 დღე დასრულებულია. ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ქართველი ექიმი ცხინვალის იზოლატორში გატარებულ დღეებს იხსენებს და მისი დაკავებისა და შეწყალების მიზეზებზე საუბრობს.

უკანონო პატიმრობის დასრულების შემდეგ, ექიმი გათავისუფლების პროცესში ჩართული ყველა ადამიანის მიმართ მადლიერებას გამოხატავს. ვაჟა გაფრინდაშვილი ასევე მადლობას უხდის ოს მოსახლეობას, რომლებიც, მისი განცხადებით, თვენახევრის განმავლობაში, მედიკამენტებსა და საკვებს უგზავნიდნენ.

ვაჟა ექიმის პირველ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები მოისმინა გენო ოსიყმაშვილმა.