ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. დაკავებული უკვე მოინახულა  „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლობამ. მათი ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი არ ყოფილა.

ოჯახი აცხადებს, რომ მათი წერილი ვაჟა გაფრინდაშვილს სწორედ „წითელი ჯვრის“ წარმომადგნელებმა გადასცეს და ოჯახისთვის საპასუხო წერილის მიწოდებაც მოახერხეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, 9 ნოემბერს დააკავეს.

მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.