უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წლიური ანგარიში

მოსამართლეების დანიშვნა, საქმეთა გადანაწილების ელექტრონული სისტემის ამოქმედება და მართლმსაჯულებაში განხორციელებული სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები, – ამ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრეს.

მოსამართლეთა 22-ე კონფერენციაზე ნინო გვენეტაძეს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ გამოწვევებზეც მოუწია განმარტებების გაკეთება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მესამე სექტორის და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის კრიტიკასაც უპასუხა.

სასამართლო სისტემის მიმართ სანდოობის საკითხი დაასახელა მთავარ პრობლემად ანა დოლიძემ, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრად პრეზიდენტის კვოტით დაინიშნა.