პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუსტიციის მინისტრის განცხადებას პასუხობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუსტიციის მინისტრის განცხადებას პასუხობს.

გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესის ჩაშლას ისახავს მიზნად.

იუსტიციის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს იმის შეფასება სთხოვა, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის წარდგენა.

წულუკიანი აცხადებს, რომ ვიდრე პრეზიდენტი წარსულ გადაწყვეტილებას და თანამდებობიდან გვენეტაძის გადადგომის შემდეგ მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას არ შეაფასებს, მას სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ სამომავლო გეგმებზე საუბარი მართებულად არ მიაჩნია.