განხორციელებული რეფორმები და სასამართლო სისტემის მთავარი გამოწვევები - ნინო გვენეტაძის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში

რა შედეგი მოიტანა განხორციელებულმა რეფორმებმა და რა რჩება  სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად – ბოლო ერთი წლის საქმიანობის ანგარიშით მოსამართლეთა წინაშე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წარდგა.

ნინო გვენეტაძეს მესამე სექტორის კრიტიკაზეც მოუწია პასუხის გაცემა. სასამართლო სისტემის მიმართ სანდოობის საკითხი დაასახელა მთავარ პრობლემად ანა დოლიძემ, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრად პრეზიდენტის კვოტით დაინიშნა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ანგარიშის გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ რამდენიმე საკითხის განხილვაა განსაზღვრული.

გიორგი კობერიძე აშუქებს მოსამართლეთა 22 კონფერენციას – რა პრეტენზიები და შენიშვნები ისმის შეხვედრაზე და როგორია პასუხი?