მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს ნინო გვენეტაძე წლიურ ანგარიშს აცნობს
მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს ნინო გვენეტაძე წლიურ ანგარიშს აცნობს

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. ამ წუთებში მოსამართლეებს სიტყვით მიმართავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ნინო გვენეტაძე წლიური ანგარიშს წარადგენს, სადაც ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეებთან დაკავშირებულ სტრატეგიასა და გეგმაზე, ასევე მოსამართლეების დანიშვნასა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე.

გვენეტაძის შემდეგ წლიურ ანგარიშს წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

მოსამართლეების შეფასებით, მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, მათ შორის სტრატეგიის დამტკიცებაზე, ასევე საქმეთა ელექტრონული განაწილების მიმართულებით და მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე.

მოსამართლეთა კონფერენციას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე პრეზიდენტის კვოტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნული ანა დოლიძე, რომელიც ფიქრობს, რომ ამჟამად მთავარი პრობლემა სასამართლოს სანდოობის საკითხია.

მოსამართლეთა კონფერენციას ესწრება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.