ვაკანტური თანამდებობა

პრეზიდენტი ისევ დუმს. ამ დრომდე უცნობია, შეცვლის თუ არა გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას და დაასახელებს თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას. ამ მოთხოვნით პრეზიდენტს არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია მიმართავს.

პრეზიდენტის მხრიდან ვალდებულების შესრულებას ითხოვს ხელისუფლებაც. დღეს ცნობილი გახდა იმ სამი ადამიანის გვარი, რომლებიც პრეზიდენტს სავარაუდო კანდიდატებად ჰყავდა შერჩეული, თუმცა მათთან მოლაპარაკება არ შემდგარა.

ფართო კონსულტაციების  შემდეგ გიორგი მარგველაშვილის ასეთი ხისტი პოზიცია ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.