ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა

ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გასული წლის აგვისტოში გადადგა და  მას შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილა.

თსუ-ში განმარტავენ, რომ რექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს, ნინო გვენეტაძე და ნინო ოკრიბელაშვილი. თავად გვენეტაძე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.