ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გასული წლის აგვისტოში გადადგა და მას შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილა.
თსუ-ში განმარტავენ, რომ რექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს, ნინო გვენეტაძე და ნინო ოკრიბელაშვილი. თავად გვენეტაძე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.