15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლება არასწრულწლოვნებთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით რეფორმების გატარებას გეგმავს.
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას იმ სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებსაც გუშინ გიორგი გახარიამ კონკრეტული დავალებები მისცა. შეხვედრაზე იმ ნაბიჯებს განსაზღვრავენ, რომლებიც არასრულწლოვანთა მიმართ მიდგომებში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად უნდა გადაიდგას.
სხდომაზე საკუთარი რეკომენდაციებით არიან მისულები მესამე სექტორის წარმომადგენლები.