მოსამართლეების კონკურსმა ხმაურის გარეშე ვერც ამჯერად ჩაიარა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგები არამოსამართლე წევრების მწვავე კრიტიკის საგანი ხდება.
უთანხმოება იმ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას უკავშირდება, რომელთა მიერ წლების წინ მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოების ნაწილში დღემდე პროტესტს იწვევს.
ბრალდებების ადრესატი დღეს თავად საბჭოს მდივანიც გახდა.