ქართველი ავანგარდისტი მხატვარი უშანგი ხუმარაშვილი საიუბილეო ექსპოზიციისთვის ემზადება.
გამოფენაზე მხატვრის მიერ მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ ფერწერულ ტილოებს გამოფენენ.
განსხვავებული თემატიკის მქონე აბსტრაქტული ნამუშევრების დიდი ნაწილი სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ექსპოზიციაზე, ფესტივალსა თუ პროექტში იყო წარმოდგენილი, რამდენიმე მათგანს კი დამთვალიერებელი პირველად ნახავს.
უშანგი ხუმარაშვილის საიუბილეო ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში ერთ თვეზე მეტ ხანს დარჩება.