ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამა დასრულებულია.
შედეგები დღევანდელ ღონისძიებაზე შეჯამდა. პროგრამა ევროპული სტანდარტების დანერგვაზე, ექსპორტის ზრდაზე და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული, რისთვისაც 27 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ღონისძიებაზე წარმოადგინეს გეგმაც, რომლითაც ადგილობრივი წარმოება და ქართული პროდუქციის ამერიკაში ექსპორტის წილი უნდა გაიზარდოს. გეგმა საერთაშორისო გამოფენებში ქართველი მეწარმეების მონაწილეობას და ფერმერების ფინანსურ წახალისებას გულისხმობს.