უსაფრთხო დასვენება თბილისის ზღვაზე

მოქალაქეთა მრავალწლიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

თბილისის ზღვაზე ამკრძალავი ნიშნები პირველად გაჩნდა. ადგილზე მომხდარი არაერთი უბედური შემთხვევის გამო პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად წლების განმავლობაში დავა სასამართლოშიც მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟებას ითხოვდნენ. საუბარია იმ ადგილებზე, სადაც მოკვლევის ჩატარების შემდეგ ყველაზე მეტი ტრაგიკული შემთხვევა დააფიქსირეს. ამკრძალავი ნიშნების გარდა საშიშ ზონებს მაშველებიც გააკონტროლებენ. თუმცა, მესამე სექტორისთვის კონტროლის მექანიზმები მაინც არასაკმარისია.