ურსულა ფონ დერ ლაიენის ინტერვიუ

„უცხოურ ჩარევებთან ბრძოლას საარჩევნო კამპანიის მთავარ საკვანძო საკითხად ასახელებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ცდილობს დარჩენას“. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. მისი თქმით, ევროპა არ არის საკმარისად მზად გაუმკლავდეს რუსეთის მსგავსი მტრების ჩარევას და ევროპული დემოკრატიის დასაცავად საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ“. 15 მაისს მან ევროკომისრებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია დეზინფორმაციული და ჰაკერული შემოტევები.