„პოლიტიკო“ - ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს

კარგი ამბები თბილისისთვის, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, – წერს „პოლიტიკო“. აღნიშნულის შესახებ გამოცემა ევროკავშირის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. სტატიის მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისრები დღეს იმ ათი ქვეყნის პროგრესის განსახილველად შეიკრიბებიან, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ.

დღესვე გამოქვეყნდება ყოველწლიური ანგარიში, სადაც ევროკომისია შეაფასებს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულებასაც, რის საფუძველზე ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.