საომარი მოქმედებების ორი წელი უკრაინაში

ათი ათასობით უდანაშაულო მსხვერპლი, მილიონობით დევნილი ადამიანი, ყოველდღიურად განხორციელებული სარაკეტო დარტყმები – უკვე 371 დღეა, რაც ეს უკრაინის რეალობაა. რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ორი წელია, თითქმის მთელი მსოფლიო რუსულ აგრესიას გმობს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ კანადის, ბელგიისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ლიდერები სიმბოლურად ჰოსტომელის აეროპორტის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, ზუსტად იქ, საიდანაც რუსეთს უკრაინა სამ დღეში უნდა აეღო. პარალელურად, აგრესორი მოსკოვის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა ახალი სანქციების დაწესების შესახებ იუწყებიან.