პრემიერ-მინისტრის წერილი ურსულა ფონ დერ ლაიენს

პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი წერილის ადრესატია უსრულა ფონ დერ ლაიენი – ირაკლი ღარიბაშვილი მტკიცე რწმენას გამოხატავს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით.

ქალბატონო პრეზიდენტო, პირადად თქვენ და ევროკომისიას მინდა, მოგახსენოთ უშუალოდ ჩემი და ჩემი მთავრობის უღრმესი მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის. ეს უდავოდ იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორობისა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის შედეგი. საქართველომ გრძელი გზა განვლო იმ ერთა ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომლებიც ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. ევროკავშირისა და განსაკუთრებით ევროკომისიის ერთგული და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ჩემმა მთავრობამ გააგრძელა ქართველი ხალხის მოლოდინის ასრულება. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელოდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ, მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ვკითხულობთ წერილში.