თბილისში გამწვანებითი სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
შერჩეულია ორი ადგილი – მთაწმინდის ფერდობი და კუს ტბის ტერიტორია, სადაც დაზიანებული ნარგავები ახლით უნდა ჩანაცვლდეს და ტყის ლანდშაფტი უნდა აღდგეს. გათვალისწინებულია სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაც. დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაგეგმილი პროექტი 700 ჰექტარ ფართობს მოიცავს.