გამწვანების მასშტაბური ღონისძიება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა, რომელშიც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.

აქციაში თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, გამგეობის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული. მათი თქმით, გამწვანების სამუშაოების მიზანი, ტყის აღდგენის გზით ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ხელშეწყობაა.