მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაცია   

ამავე ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დააანონსა.

იგეგმება მთაწმინდის ფერდობის გამწვანება. საუბარია სოლოლაკიდან კუს ტბამდე ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული და გამხმარი მცენარეების სწორად შერჩეული ახალი სახეობებით ჩანაცვლება იგეგმება. გამწვანების პროექტის ავტორი გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ტყემალაძეა. ხეების და ყვავილების დარგვამდე ჯერ ნიადაგის შესწავლა უნდა მოხდეს, რომელიც ხვალიდან დაიწყება.

გრძელვადიანი სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიყოფა, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილი 12-დან 15 მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს.