რუსთაველის გამზირზე გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე თარგებში სხვადასხვა სახეობის ფორმირებული ბუჩქი ირგვება. მთავარი გამზირის გასამწვანებლად სხვადასხვა მცენარე შეარჩიეს, მათ შორის, ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა და ბზა.

გამწვანებითი სამუშაოები თბილისის მერის მოადგლემ ირაკლი ბენდელიანმა დაათვალიერა. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა მწვანე თარგები და გამოიცვალა მწვანე საფარი.