ვაკე-საბურთალოს გზაზე საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოხსნილია. უნივერსიტეტის ქუჩა სრულად გაიხსნა. დილიდან მანქანები ქუჩაზე ორმხრივად გადაადგილდებიან. 6-თვიანი სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში არაერთი სამუშაო ჩატარდა – შეიცვალა გზის საფარი და ინფრასტრუქტურა. რჩება მხოლოდ გამწვანებითი სამუშაოები. უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის გამო ბოლო თვეებში მიმდებარე ტერიტორიაზე დროის გარკვეულ მონაკვეთებში სატრანსპორტო კოლაფსი იყო.
მერიის შემდგომი მასშტაბური პროექტი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა.