უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

უნივერსიტეტის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. გზის საფარის შეცვლასთან ერთად დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განახლება-მოწესრიგება და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა. ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტი სატრანსპორტო შეზღუდვებსაც ითვალისწინებს.