შემთხვევა ბათუმში

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე, წყალსადენზე მომხდარი ავარიის გამო გზის საფარი დაზიანდა.

წყლის წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე მიწა ჩავარდა, დაზიანდა ერთი ავტომობილი და ავტობუსი, რომელიც წარმოქმნილ ორმოში ჩავარდა. მიმდებარე შენობებზე ჩამტვრეულია მინები. ავარიის ადგილი პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული. გზის სავალი ნაწილი ამჟამად სავსეა ქვა-ღორღით. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „ბათუმის წყლის“ ცნობით, დაზიანდა 225 მმ-იანი, ცენტრალური, სასმელი წყლის მილი. ამჟამად გორგილაძის ქუჩაზე, შეიყვანეს მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს სამზადისი სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.