ახალი პროექტი საგზაო მოძრაობის მოწესრიგებისთვის

ახალი პროექტი საცობების შესამცირებლად.

თბილისის მერია გერმანიის მიერ შეთავაზებული და დაფინანსებული პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარებას და საჭირო ინფრასტრუქტურის განთავსებას ითვალისწინებს. იგულისხმება საგზაო მოძრაობის მოსაწესრიგებლად ავტომატიზირებული მართვის სისტემის დანერგვა, რაც ყველაზე გადატვირთული ადგილების იდენტიფიცირებას და შუქნიშნების რეჟიმის შეცვლას გულისხმობს. გერმანული პროექტი ავტობუსებს შორის მოცდის დროის შემცირებას და ეკოლოგიური პრობლემების მოწესრიგებასაც გულისხმობს.