თბილისში თანამედროვე ფოტო-ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის შემოქმედება გაცოცხლდება.
ანრი კარტიე ბრესონის ცნობილი ფოტოები „ქარვასლის“ საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ექსპოზიცია პარიზის თემას ეძღვნება. საუკუნის თვალად წოდებული ფოტო-ხელოვანის ნამუშევრები და საფრანგეთის დედაქალაქში გადაღებული ისტორიული ფოტოები სხვადასხვა მუზეუმიდან ჩამოიტანეს.
ბრესონის პარიზი ლიზა ციციშვილის რეპორტაჟში.