უკრაინული მარცვლეულის აღმოსავლეთ ევროპაში ექსპორტზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის ვადა დღეს შუაღამისას იწურება.
გაახანგრძლივებს თუ არა ემბარგოს ევროკომისიის პრეზიდენტი – ევროპელი ფერმერები ისევე, როგორც ოფიციალური კიევი, ახლა ბრიუსელის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და სლოვაკეთში ევროკავშირმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი 2 მაისს შეზღუდა. თუმცა, ძალაში დარჩა ამ ქვეყნების გავლით, პროდუქციის ტრანზიტით გადატანა. მოგვიანებით, ივნისში ეს გადაწყვეტილება 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ახლა ხუთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა ემბარგოს გაუქმებას ეწინააღმდეგება და ბრიუსელს ვადის გახანგრძლივებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხუთი ქვეყანა გეგმავს უკრაინულ პროდუქციაზე შეზღუდვები თავად დააწესოს.