უკრაინული მარცვლეულის იმპორტი

ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ. პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის იმპორტის განუსაზღვრელ აკრძალვას გულისხმობს. მან ევროკომისიის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე ემბარგოს მოხსნას „მცდარი“ უწოდა და განმარტა, რომ ბრძანება ძალაში 16 სექტემბრის შუა ღამიდან შევა.

პარალელურად, სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის იმპორტს წლის ბოლომდე აკრძალავს. უნგრეთი კი სახელმწიფო საზღვარს 24 უკრაინული პროდუქტისთვის ხურავს.