უთანხმოება უკრაინული აგრარული პროდუქციის გარშემო

ევროკავშირის მხრიდან უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმების გამო, უკრაინული აგრარული პროდუქციის იმპორტის გარშემო ევროგაერთიანებაში დავა გამწვავდა.

პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი აცხადებენ, რომ ცალმხრივად აკრძალავენ უკრაინული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მათ ბაზარზე შეტანას. საპასუხოდ ევროპის ქვეყნების ნაწილი ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაზე ალაპარაკდა. ვარშავა ღიად აკრიტიკებს ევროკომისიას. ამ ფონზე უკრაინაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის სამ წევრ ქვეყანას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივიან. ბულგარეთში კი, სადაც უკრაინული პროდუქციის შეტანა დაუშვეს, ფერმერები მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავენ.