მოლაპარაკებები უკრაინასა და პოლონეთს შორის

ევროკავშირის დაუძლეველი გამოწვევა – უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს შორის აგრარული პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული მრავალთვიანი უთანხმოების დასრულება ვერ ხერხდება.

ბრიუსელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და კიევს ახალი შეთანხმებისთვის წინადადებები გააცნო, რასაც დიპლომატების თანხმობა მოყვა. ევროპელი ფერმერების მწვავე პროტესტის და აქციების მიუხედავად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას ტარიფის გარეშე ვაჭრობის რეჟიმი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივონ, თუმცა – გარკვეული პირობებით. წინადადება მისაღებია პოლონეთისთვისაც, სადაც თვეებია, ფერმერები უკრაინული პროდუქციის იმპორტის გამო პროტესტის ყველაზე მწვავე ფორმებს მიმართავენ. პრობლემის გადასაჭრელად დღეს ვარშავაში უკრაინის პრემიერი ჩავიდა.