უკრაინული ხელოვნების ფესტივალი

უკრაინული ხელოვნების ფესტივალი დასრულდა. დასკვნითი ღონისძიება ქართული ღვინის მუზეუმში გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანი, იმპერიული ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელებისა და ქართველების ერთიანობის გაძლიერებაა. ღონისძიებების ბილეთებიდან შემოსული თანხა უკრაინის ომში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს გადაეცემათ.