შშმ პირთა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

ონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. მონაწილეობა რვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. ჟიურიმ ცეკვისა და სიმღერის ნომინაციებში ორ ასაკობრივ ჯგუფში გამოავლინა გამარჯვებული. მათ სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. პროექტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ ინიციატივით განხორციელდა.