უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება, თუმცა როდის დაიწყებს ის უფლებამოვალეობის შესრულებას, უცნობია.
დღეს განცხადება კვლავ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა გააკეთა. მისი თქმით, ომის პირობებში საელჩოს მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია და ამიტომ არ აკონკრეტებს, როდის შეუდგება სრულფასოვან მუშაობას იგორ დოლგოვი.