უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში

რის საფუძველზე იღებს საქართველო უკრაინისგან მორიგ ბრალდებას. აქვთ თუ არა მტკიცებულებები ამ საკმაოდ სერიოზული განცხადების დასადასტურებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდნენ. უწყება მან კომენტარის გარეშე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. საუბარია უკრაინის ბრალდებაზე, თითქოს რუსეთი ტვირთის, მათ შორის იარაღის გადატანას საქართველოს გავლით ახერხებს.