დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად, დღეს საქართველოს პარლამენტთან მდუმარე აქციები გაიმართა. პარტია „დროას“ წევრებმა და მოქალაქეებმა პარლამენტთან გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ფოტოები და ყვავილები მიიტანეს.

აქციაზე საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი მივიდა. მან გარდაცვლილ ქართველებს პატივი მიაგო და მათი სურათები გვირგვინით შეამკო. ელჩმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. აქციას ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრები და მოქალაქეები.

აქციაზე მივიდნენ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებიც, რომელბმაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი და ვლადიმერ პუტინის ქმედებები გააპროტესტეს.