უკრაინის ელჩი კონსულტაციებს განაგრძობს

როდის განაახლებს კონსულტაციებისთვის გაწვეული უკრაინის ელჩი საქართველოში მოვალეობის შესრულებას – საგარეო უწყება შესაბამისი შეტყობინების მოლოდინშია.

უკრაინის საელჩოში განმარტავენ, რომ ელჩის ქვეყანაში და საკუთარი მოვალეობის შესრულების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობებენ. იგორ დოლგოვი მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა, თუმცა კამერებმა ის უკრაინის საელჩოს შენობასთან დააფიქსირეს. მმართველ გუნდში ეჭვი აქვთ, რომ უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს საქართველო საერთოდ არ დაუტოვებია. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება პირველ მარტს მიიღო, მიზეზად ხელისუფლების მხრიდან სანქციებთან და უკრაინაში წასვლის მსურველ ქართველ მოხალისეებთან დაკავშირებული განცხადებები დასახელდა. ეს ნაბიჯი ოფიციალური თბილისისთვის დღემდე გაუგებარია.

ნოდარ ჩაჩუამ მოისმინა უკრაინის საელჩოში გაკეთებული განცხადებები.

დატოვე კომენტარი