ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოზე დასმულ შეკითხვას უპასუხა

„პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ნამდვილად მოძმე ხალხები ვართ, მაგრამ არ მესმის თქვენი სახელმწიფოს ლიდერების პოზიცია“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ზელენსკის ამბობს, უკრაინა რომ „აუცილებლად დააბრუნებს ელჩს მეგობარ საქართველოში, როგორც კი მთავრობისაგან უკრაინის მხარდაჭერას იგრძნობს“. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკრაინელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლობელია. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ყოველთვის პატივს სცემს საქართველოს არჩევანს, იყოს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი.