პარაკლისი უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის

უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მშვიდობის პარაკლისი ჩატარდა. ასევე, უკრაინაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.  სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა. პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები. მათ შორის იყო იგორ დოლგოვიც, თუმცა, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. პარალელურად საპატრიარქო განაგრძობს უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას. ამ ეტაპზე მოხერხდა 30 ტონა ტვირთის შეგროვება. ნაწილი უკვე გადაიგზავნა უკრაინაში და ნაწილის გადაგზავნა მომდევნო დღეების განმავლობაში იგეგმება.