დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს დამოუკიდებლობის 33 წლის იუბილე მიულოცა. ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოების მხარდამჭერ გზავნილებსა და სამხედრო-ფინანსური დახმარების გაგრძელების პირობას იღებს. უკრაინას დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა. კიევში პოლონეთის პრეზიდენტი და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი იმყოფებიან. დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჯო ბაიდენმა ზელენსკის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი მისალოცი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იდგება, იქამდე სანამ ეს საჭირო იქნება.