უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს თეოლოგები ეხმაურებიან.
ლევან აბაშიძე ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერა ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. თეოლოგი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით საერთო პოზიცია თავად უკრაინის საერო და სასულიერო საზოგადოებასაც არ აქვს. ამ ფონზე კი მას მიზანშეწონილად მიაჩნია, ქართული ეკლესია მოვლენების განვითარებას დაელოდოს. თუმცა, ასე არ ფიქრობს აბაშიძის კოლეგა, ნუგზარ ბარდაველიძე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ხელისუფლებას ავტოკეფალიის მინიჭება უნდა მიულოცოს, საპატრიარქომ კი მხარდაჭერა გამოუცხადოს.