ავტოკეფალიის აღდგენის 105 წლისთავი

105 წელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან. თარიღის აღსანიშნავად, სიონში, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა. ღვთისმსახურებას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ. 1917 წლის 25 მარტს, ქართულმა ეკლესიამ სვეტიცხოვლის ტაძარში რუსეთის მიერ 1811 წელს გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა არ არსებობდა ამის წერილობითი დადასტურება, საპატრიარქო მოლაპარაკებებს წლების განმავლობაში აწარმოებდა. მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღდგენის სიგელის მოპოვება კი მხოლოდ 1990 წელს მოხერხდა.