დღეს დილიდან მიმდინარეობს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოქმედ ეკლესიაში. მას დღეს წალენჯიხაში გადაასვენებენ, სადაც სამხედრო პატივით, ხუთშაბათს დაკრძალავენ. ედიშერ კვარაცხელია უკრაინიდან სამშობლოში გუშინ გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. 44 წლის ქართველი მებრძოლი ბახმუტთან იბრძოდა და 10 ოქტომბერს, ტერიტორიის განაღმვის დროს დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას სულ 20 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.